პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ირანზე თავდასხმები განაახლოს, თუ თეირანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ დათანხმდება. ინფორმაციას AbcNews-ი ავრცელებს.
"თუ ირანი დათანხმდება მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, რაც, ალბათ, დიდი ვარაუდია, ლეგენდარული "ეპიკური მძვინვარება" დასრულდება. მაღალეფექტური ბლოკადა საშუალებას მისცემს ჰორმუზის სრუტე გაიხსნას ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც", - წერს ტრამპი.
ტრამპი თქმით, თუ ირანი შეთანხმებაზე არ წამოვა, დაბომბვები განახლდება და უფრო ინტენსიური იქნება.
"თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაბომბვები დაიწყება და სამწუხაროდ, ისინი გაცილებით მასშტაბური და ინტენსიური იქნება, ვიდრე ადრე იყო", - დასძინა პრეზიდენტმა.
