ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ირანი პირობების შესრულებას დათანხმდება "ოპერაცია ეპიკური რისხვა" დასრულდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება:

"თუ დავუშვებთ, რომ ირანი დათანხმდება იმ პირობების შესრულებას, რაზეც შევთანხმდით - შესაძლოა და დიდი დაშვებაა - უკვე ლეგენდარული ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადა საშუალებას მოგვცემს, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის გახსნილი იყოს, მათ შორის ირანისთვისაც.

თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაბომბვა დაიწყება და ეს, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი დონისა და ინტენსივობის იქნება, ვიდრე მანამდე იყო." - წერს დონალდ ტრამპი.