პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის საზღვაო ძალებს უბრძანა, ცეცხლი გაუხსნან ყველა ირანულ ნავს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ნაღმავენ.

"მე აშშ-ის საზღვაო ძალებს ვუბრძანე, ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ ნებისმიერი ნავი, რაც არ უნდა პატარა იყოს (მათი ყველა, 159 გემი ზღვის ფსკერზეა!), რომელიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს დებს. არავითარი ყოყმანი არ უნდა იყოს,"- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრუტის განაღმვაზე მუშაობს

"გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფები ამჟამად სრუტის განაღმვას ახორციელებენ. მე ბრძანება გავეცი, რომ ეს სამუშაოები გაგრძელდეს, მაგრამ სამჯერ უფრო სწრაფი ტემპით!" - თქვა ტრამპმა.