ლიბანის პრემიერ-მინისტრის, ნავაფ სალამმის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესაძლო შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ლიბანი ისრაელთან "მშვიდობას" ეძებს და არა ურთიერთობების ნორმალიზებას. ნავაფ სალამმის განმარტებით, "ისრაელის მხარესთან ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს".
ორშაბათს, ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაშინგტონში ლიბან-ისრაელის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, მოსამზადებელი მოლაპარაკებები იყო მოსალოდნელი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიძლება ეს მოლაპარაკებები ჩატარდეს.
