ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თეირანმა შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების საპასუხო შეთავაზება მიიღო, რომელიც პაკისტანელი მოკავშირეების მეშვეობით გადასცეს - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"აშშ-ის შეტყობინება პაკისტანის მეშვეობით იქნა მიღებული და ამ დროისთვის წამოჭრილი საკითხების დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს საკითხები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია", - განაცხადა ბაღაიმ.
მისი განმარტებით, ურანის გამდიდრებასთან ან ბირთვულ მასალებთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები სპეკულაციურია.
"ურანის გამდიდრებასთან ან ბირთვულ მასალებთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები წმინდა სპეკულაციურია და ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ომის დასრულებაზე ვსაუბრობთ", - თქვა ბაღაიმ და დასძინა: "მიმართულება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ, მომავალში განისაზღვრება“.
