ამერიკელი მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თანამედროვე მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
კომპანია Turner Enterprises-ის პრესრელიზის თანახმად, ტერნერი ოჯახის გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.
მან, CNN, მსოფლიოში პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხი 1980 წელს დააარსა.
ტერნერი, ასევე ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებით.
