მოხარული ვარ, რომ ერევანში გამართული ბოლოდროინდელი შეხვედრების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი განვაგრძე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი სატელეფონო საუბრისას, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ კონსტრუქციულ დიალოგს და დაადასტურეს ორმხრივი ინტერესი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის მიმართ.

"მოხარული ვარ, რომ ერევანში გამართული ბოლოდროინდელი შეხვედრების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი განვაგრძე.

დღევანდელი სატელეფონო საუბრისას, ხაზი გავუსვით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კონსტრუქციულ დიალოგს და დავადასტურეთ ორმხრივი ინტერესი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის მიმართ.

განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებასა და აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნებას", - წერს სიბიჰა.