UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონაში, ილია თოფურია მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს "ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზების შესაძლებლობისთვის", - ამის შესახებ FOX NEWS-ი წერს და ტრამპისა და თოფურიას ოვალურ კაბინეტში შეხვედრის კადრებს ავრცელებს.
"ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ამ მშვენიერი დღისთვის და ოვალურ კაბინეტში ყოფნის შეგრძნების შესაძლებლობისთვის. ეს საოცარი იქნება და გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის... და არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით", - მიმართა თოფურიამ ტრამპს.
თოფურიას საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ მასზე მცდარი წარმოდგენა აქვთ.
