ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან გამართული კონსულტაციები პროდუქტიული აღმოჩნდა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სავსებით რეალურია. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე უარის თქმას დათანხმდა.

თავის მხრივ, ირანის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აქტიურად სწავლობს ვაშინგტონის ახალ წინადადებას და საკუთარ პოზიციას უახლოეს პერიოდში პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით დააფიქსირებს.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, მხარეები ახლოს არიან ომის დასასრულებლად საჭირო ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან, რომლის პროექტიც ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას, აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნასა და ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.