საფრანგეთმა, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების პოტენციური მისიის დაგეგმვის ფარგლებში, წითელ ზღვაში თავისი ავიამზიდი გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ოფიციალურმა პარიზმა ვაშინგტონსა და თეირანს მოუწოდა, განიხილონ ეს წინადადება, მათი კონკურენტული ბლოკადების გლობალურ ეკონომიკაზე ზემოქმედების გათვალისწინებით.
როგორც Reuters-ი წერს, ორშაბათს მომხდარმა ახალმა შეტაკებებმა ხაზი გაუსვა აშშ-ირანის ბრძოლის სერიოზულობას ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ენერგეტიკისა და ვაჭრობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა. მედიის ცნობით, ამან "შეარყია ოთხკვირიანი მყიფე ზავი" და გაამყარა კონკურენტული საზღვაო ბლოკადა.
"ჩვენი მხრიდან ახალი ძალისხმევის გაწევის მიზეზი ის არის, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გრძელდება, შესაბამისად, გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივების რისკი ჩვენთვის ძალიან სერიოზულია", - უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც არმიამ დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
