თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს.

მანვე აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც არ გაითვალისწინეს რის გამოც, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

"ამ ადამიანებს მთელი თვე ჰქონდათ კამპანია, თუ რას აპირებდნენ. ამაზე ღიად საუბრობდნენ. 4 ოქტომბერს კი პროცესის განხორციელება დაიწყეს. მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, შეცვივდნენ ეზოში და ა.შ. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს. მაშინ ყველას მოვუწოდებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მაგრამ ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, გეგმა, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. კანონის წინაშე ყველას პასუხი მოეთხოვება", - განაცხადა კახა კალაძემ.