გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.