აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების მიმდინარე ბლოკადის გამო გადამისამართებული კომერციული გემების რაოდენობამ 85-ს მიაღწია. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

"ცენტრალური სარდლობა მკაცრად აგრძელებს აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის აღსრულებას", - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.