მეორე დღეა კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა.

ტყის ხანძარმა ლოს-ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სიმის ველზე კრიტიკული ვითარება შექმნა.

ამ დროისთვის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 20 ათასზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო.

ძლიერი ქარის ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გადამწვარია 320 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.