ტრამპის განცხადებით, არ არის გამორიციხული, შეერთებულმა შტატებმა ირანზე უფრო მასშტაბური დარტყმები განახორციელოს.
თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ხელს თეირანი ვაშინგტონთან სამშვიდობო შეთანხმებას.
ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ შტატები არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
დიპლომატიური პროცესისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოფიციალური თეირანი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ბრძოლისთვის.
