Air France-ი და Airbus-ი დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, რაც 2009 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას უკავშირდება, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პარიზის სააპელაციო სასამართლომ ავიაკომპანია და თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანია დამნაშავედ ცნო კორპორაციული გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, რაც დაკავშირებულია იმ ინციდენტთან, რის შედეგადაც რეისი AF447-ი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიემართებოდა ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.
ცნობისთვის, სამგზავრო თვითმფრინავმა ქარიშხლის დროს კონტროლი დაკარგა და წყალში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
2023 წლის აპრილში, სასამართლომ ეს კომპანიები გაამართლა, თუმცა სააპელაციო საჩივრის შემდეგ ისინი დამნაშავედ ცნეს.
მედიის ცნობით, კომპანიებს მაქსიმალური ოდენობის ჯარიმის, 225 000 ევროს გადახდა მოსთხოვეს თითოეული დაზარალებულისთვის, თუმცა დაზარალებულთა ზოგიერთმა ოჯახმა, ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თანხას სიმბოლური სასჯელი უწოდა.
