"ამერიკა, შეწყვიტე", "არა ნიშნავს არას" და "გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის" - ეს შეძახილები ისმოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში ამერიკის საკონსულოს შენობის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა.
ასობით ადგილობრივი კუნძულზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მზარდ გავლენას და დანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ამბიციას აპროტესტებდა.
საკონსულოს გახსნას, პროტესტის ნიშნად, არ დაესწრნენ გრენლანდიის მთავრობის წევრებიც, მათ შორის, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას კუნძულზე ვიზიტისას გრენლანდიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
