გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე დაასრულეს.
დღის პირველ ნახევარში, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე.
როგორც ახობაძის უფლებადამცველმა, რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს, საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულს უნდა შეხვდეს, რის შემდეგაც განცხადებას გააკეთებს.
"მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, ამ ნივთების დათვალიერება მოხდა და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. მე ვერ გეტყვით დეტალურად რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა. მე ახლა მივდივარ საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, ბატონ ლევანს გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არაფერი არ ვიცით, ის რაც თქვენთვის საგამოძიებო ორგანოს განცხადებით არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპზე", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
