ფილიპინებში, მშენებარე შენობის ნანგრევებიდან, მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რადგან ღამის სკანირების შედეგად ნანგრევების ქვეშ სიცოცხლის ნიშნები გამოვლინდა.
მედიის ცნობით, დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, რომელთა უმეტესობა, მორიგეობაზე მყოფი მშენებელია.
Reuters-ის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევების ქვეშ დამარხული კიდევ ერთი ცხედრის ამოსაყვანად მუშაობენ, თუმცა ის ოფიციალურ დაღუპულთა რიცხვს მხოლოდ ამოყვანის შემდეგ დაემატება. ასევე, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.
ოფიციალური პირების ცნობით, დედაქალაქ მანილას ჩრდილოეთით, ანჯელეს-სიტიში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
