პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის მიერ შეთავაზებული შეთანხმება, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების "აბსოლუტურად საპირისპიროა“ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ პოსტში, დემოკრატები და მისი რესპუბლიკელი ოპონენტები მკაცრად გააკრიტიკა.ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ირანთან შეთანხმება ან შესანიშნავი და მნიშვნელოვანი იქნება, ან საერთოდ არ განხორციელდება. ეს სრულიად საპირისპირო იქნება ობამას წარუმატებელი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული JCPOA-ს კატასტროფისა, რომელმაც ირანს ბირთვული იარაღის შეძენის პირდაპირი გზა გაუხსნა. არა, მე ასეთ შეთანხმებას არ ვდებ!“ - წერს ტრამპი.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა კრიტიკოსებმა „არაფერი იციან“ იმ პოტენციური შეთანხმების შესახებ, რომელზეც ის მუშაობს და დასძინა, რომ „განხილვები ჯერ არც კი მიმდინარეობს“.
ამასთან, ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ "შეთანხმება, დიდწილად, უკვე მიღწეულია“.
