ნიუ-ჯერსიში, ოფიცრებზე თავდასხმის ბრალდებით, 6 მომიტინგე დააკავეს. მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება საიმიგრაციო დაკავების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს მოხდა.

დემონსტრანტებმა იზოლატორის შესასვლელი დაბლოკეს და პოლიციას სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ოფიცრებმა წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

აქციის მიზანი იმ პირების მხარდაჭერა იყო, რომლებიც დაწესებულებაში არსებული პირობების გამო შიმშილობენ. მომიტინგეები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორის დახურვას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.