საფრანგეთში, ოლერონის კუნძულზე, პირი ქვეითებს და ველოსიპედით მყოფ პირებს ავტომობილით განზრახ შეეჯახა. დაშავდა 10 ადამიანი. კრიტიკულია 4-ის მდგომარეობა. მათი ასაკი 22-დან 69 წლამდეა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი, დანაშაულის მომენტში, რელიგიური შინაარსის შეძახილებს იმეორებდა.

სამართალდამცველებმა 35 წლის მამაკაცი, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.