სამშაბათს საღამოს, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის აეროპორტიდან აფრენისას, UPS-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა.
სატვირთო თვითმფრინავი ლუისვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 5:15 საათზე აფეთქდა, რის შედეგადაც ცაში შავი კვამლის სქელი ღრუბელი ავარდა.
კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, ეკიპაჟის სამი წევრია და დასძინა: "ყველამ, ვინც ნახა ვიდეო და კადრები, იცის, რამდენად საშინელი იყო ეს ჩამოვარდნა".
