დიდი ბრიტანეთის მონარქმა, მეფე ჩარლზმა, ვინძორის ციხესიმაგრეში დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. ბექჰემს რაინდის წოდება სპორტსა და ქველმოქმედებაში გაწეული დამსახურებისთვის მიანიჭეს.
მედიის ინფორმაციით, კურთხევის ცერემონიაზე, 50 წლის ბექჰემს მეუღლის მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი კოსტიუმი ეცვა.
ცერემონიას ესწრებოდნენ დევიდ ბექჰემის ერთგული მეუღლე, ვიქტორია და მისი მშობლები, ტედი და სანდრა.
მეფე და მისი ახალი რაინდი, რომლებსაც ბოლო წლებში თბილი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ მებაღეობისა და ფუტკრების სიყვარულის გამო, ურთხევის ცერემონიის დროს იღიმებოდნენ და მეგობრულად საუბრობდნენ, იუწყება ბრიტანული მედია.
