საფრანგეთში, სევენის მთიან რეგიონში, 77 წლის მამაკაცი სასურსათო მაღაზიიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, როდესაც სენ-ჟულიენ-დე-პუანის მახლობლად, კლდოვანი ფერდობიდან, დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა და სამი დღე იქ იწვა.

მედიის ცნობით, ის წითელი ღვინის მეშვეობით გადარჩა, რომელიც მაღაზიაში ჰქონდა ნაყიდი და ვარდნის დროს გადარჩა.

პენსიონერმა ხევიდან ამოსვლა დახმარების გარეშე ვერ შეძლო. ის მესამე დღეს, საგზაო სამსახურის მუშებმა იპოვეს და გადაარჩინეს.

საბედნიეროდ, მამაკაცს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. მას მხოლოდ მსუბუქი ჰიპოთერმია ჰქონდა.