"აქ სამწუხარო ისაა, რომ ერთი, პირდაპირ ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, ზოგადად საქართველოს მოსახლეობასაც და მეორე, არ წყვეტენ ძალისხმევას, რომ საქართველოს სახელმწიფოს გამოგლიჯონ რამენაირად საბიუჯეტო თანხები, თავიანთი ჩაფლავებული პროექტის გამო“ - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საუბრობს.

საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბობ მეიერს თვის 7 მილიონამდე დოლარი გადაურიცხეს. ჰოლანდიელი ბიზნესმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის პარტნიორია, რომელმაც ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო და საქართველოს სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა.

"პირადადაც წააგეს, ფარულადაც წააგეს და ახლა ეს რა ინფორმაციაც გავრცელდა, კიდევ ერთი დასტურია, რომ რეალურად ამ საქმის უკანაც თურმე თავად იდგნენ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში. აქ სამწუხარო ისაა, რომ ერთი, პირდაპირ ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, ზოგადად საქართველოს მოსახლეობასაც და მეორე, არ წყვეტენ ძალისხმევას, რომ საქართველოს სახელმწიფოს გამოგლიჯონ რამენაირად საბიუჯეტო თანხები, თავიანთი ჩაფლავებული პროექტის გამო,“- აცხადებს ლევან მახაშვილი.