2023 წელს, რობერტ დე ნიროს შვილიშვილისა და კიდევ ორი ​​19 წლის მოზარდის ზედოზირებით გარდაცვალების გამო, ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს. 

ნიუ-იორკის ხელისუფლება ეჭვმიტანილებს - ბრიუს ეპერსონს, ედი ბარეტოს, გრანტ მაკივერს, ჯონ ნიკოლასს და როი ნიკოლასს - "ფენტანილის" სადისტრიბუციო ქსელის მართვაში ადანაშაულებს. ისინი, სოციალური ქსელების საშუალებით, ახალგაზრდებზე ყალბი რეცეპტით გაცემულ ოპიოიდურ აბებს ყიდდნენ.

ხელისუფლება ამ ქსელს აკავშირებს ლენდრო დე ნირო-როდრიგესის, Blondie-ს თანადამფუძნებლის, კრის სტეინის ქალიშვილის - აკირა სტეინის და კიდევ ერთი მსხვერპლის ზედოზირებით გარდაცვალებასთან.

ხუთივე პირს ბრალი წაუყენეს შეთქმულებაში, ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების მოტივით.