პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაპუნა ლოცულაშვილს პირველადი დახმარება გაეწია და სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით პაციენტმა "ვივამედში" დარჩენაზე უარი განაცხადა, მისი მდგომარეობა ბინაში ყოფნისას გაუარესდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

"პაციენტი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. შემდგომი მონიტორინგისათვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში. თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი.