აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (Africa CDC) ცნობით, ეთიოპიამ, ქვეყნის სამხრეთში, მომაკვდინებელი "მარბურგის" ვირუსის აფეთქება დაადასტურა. the guardian-ის ინფორმაციით, ვირუსის სულ მცირე 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.
"მარბურგის" ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი პათოგენია. "ებოლას" მსგავსად, ის იწვევს ძლიერ სისხლდენას, ცხელებას, ღებინებას და დიარეას. ვირუსის ინკუბაციური პერიოდით 21 დღეა.
"ებოლას" მსგავსად, ის გადადის სხეულის სითხეებთან კონტაქტით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 25%-დან 80%-მდეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, პარასკევს დაადასტურა, რომ სამხრეთ ეთიოპიაში, მინიმუმ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრებმა (Africa CDC) რეგიონში ჰემორაგიული ვირუსის სავარაუდო არსებობის შესახებ მიიღეს შეტყობინება.
