საფრანგეთი რუსეთში ურანის ექსპორტს კვლავ ახორციელებს. Greenpeace-მა დიუნკერკში გადაიღო კადრები, სადაც ჩანს ურანის ჩატვირთვის პროცესი, რომელიც რუსეთში გასაგზავნად არის განკუთვნილი. ორგანიზაცია, რუსეთისა და უკრაინას შორის ომის ფონზე, ორ საფრანგეთსა და რუსეთს შორის ატომური ვაჭრობის გააქტიურებას გმობს. ამის შესახებ გავლენიანი ფრანგული მედია 20minutes-ი წერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შაბათს გადაღებული სატვირთო გემი "მიხაილ დუდინი", რომელიც პანამაშია რეგისტრირებული, რეგულარულად ჩერდება დიუნკერკში, სანქტ-პეტერბურგში დატვირთული გამდიდრებული ურანის ან ბუნებრივი ურანის გადმოსატვირთად. თუმცა, ეს გადამუშავებული ურანის (RPU) რუსეთში ექსპორტის პირველი შემთხვევა, რომელიც Greenpeace-მა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დააფიქსირა.

"ეს უკანონო არ არის, მაგრამ ამორალურია", - განაცხადა პოლინ ბოიერმა, Greenpeace France-ის ბირთვული კამპანიის ხელმძღვანელმა.

"საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს კონტრაქტები Rosatom-თან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიასთან, რომელსაც სამ წელზე მეტია ოკუპირებული აქვს უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია", - აღნიშნა მან.

მედიის ინფორმაციით, 2018 წელს, EDF-მა Rosatom-ის შვილობილ კომპანია Techsnabexport-თან 600 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა "რეგენერირებული ურანის გადამუშავებაზე". ეს ოპერაციები რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ ხვდება.