ხონში, ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი. გარდაცვლილი ავტომობილს თავად მართავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელიც ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა.