ორშაბათს, საბერძნეთის ხელისუფლებამ 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც კრეტას კუნძულზე მდებარე ამერიკულ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის აღნიშნული ბაზა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზაა, იტყობინება პოლიციისა და დაზვერვის წყაროები.
Reuters-ის ცნობით, მამაკაცი ათენის აეროპორტში, ქვეყნის დაზვერვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
კრეტაზე მდებარე "სუდას ყურეში" საბერძნეთის, აშშ-ის და ნატო-ს სამხედრო ობიექტებია განლაგებული, ხოლო აშშ-ის ავიამზიდი "ჯერალდ რ. ფორდი“ ცოტა ხნის წინ შევიდა ბაზაზე, ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე მარაგების შესავსებად.
"საბერძნეთის ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ამჟამად, ციფრული მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს", - განაცხადეს ოფიციალური პირებმა.
მედიის ცნობით, დაკავებულს წარდგენილი ბრალდების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
