ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებს უფლება აქვთ წინ წავიდნენ და ლიბანში დამატებითი პოზიციები დაიკავონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

2024 წლის ნოემბერში, "ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ძალები ხუთ სტრატეგიულ წერტილში შეინარჩუნა.