აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უსაფრთხოების მიზნით, იორდანიიდან, ბაჰრეინიდან, ერაყიდან, კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აშშ-ის მთავრობის არასაგანგებო პერსონალისა და მათი ოჯახების სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ იორდანიაში, ბაჰრეინში, კატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პერსონალი ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების მუდმივი საფრთხის, ასევე კომერციული რეისების მნიშვნელოვანი შეფერხების წინაშე დგას. სააგენტომ ასევე გაფრთხილება გამოსცა იორდანიაში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ტერორისტული თავდასხმების რისკის შესახებ და ხაზს უსვამს ერაყში ძალადობისა და გატაცებების მაღალ რისკს.
"ექვსი საელჩოდან საგანგებო რეჟიმთან კავშირის არმქონე პერსონალის სავალდებულო გაყვანა, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა. ეს აჩვენებს რეგიონში საფრთხის მაღალ დონეს ირანის საპასუხო ქმედებების გამო, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ობიექტების წინააღმდეგ", - წერს CNN-ი.
