ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, ისრაელში მცხოვრებ ამერიკელებს ქვეყნის დატოვების მეთოდები ურჩია და განაცხადა, რომ ვარიანტები "ძალიან შეზღუდულია“. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

"ამჟამად, საუკეთესო ვარიანტია ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ავტობუსით ტაბაში, ეგვიპტეში ჩასვლა და იქიდან გაფრენა, ან კაიროში გამგზავრება აშშ-ში დასაბრუნებლად“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჰაკაბიმ, მოქალაქეებს ურჩია იორდანიის გავლით ისრაელის დატოვებისგან თავი შეიკავონ, რადგან ორდანია, წინა კონფლიქტების დროს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სახმელეთო გზა იყო.