აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი "უსარგებლოა" და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე თუ მიიღებდა მსგავს კრიტიკას.
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად ისეთი არ არის, როგორიც იყო", – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
