რას მიიღებს ქვეყანა იგლ ჰილსის პროექტისგან - პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33 პროცენტიან მოგებას მიიღებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ე.წ. არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. 6, 6 მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ კი კამპანია ლელოს ლიდერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ტერმინი "არაბიზაცია" დისკრიმინაციულია.

"დავიწყოთ იმით, რომ თავად ტერმინი - "არაბიზაცია", არის საოცრად დისკრიმინაციული და ქსენოფობიური, ყველას ვთხოვდი, რომ აღნიშნული ტერმინისგან თავი შეიკავოს.

ხაზარაძისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის ანაკლიის პროექტი იყო სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც არ გამოუვიდათ და ამ ორ პროექტს, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ერთმანეთს", - აცხადებს ნინო წილოსანი.