საფრანგეთში, ლა ფარლედის კომუნაში, ანდრე მალროს სახელობის საშუალო სკოლაში, გაზის გაჟონვის გამო, 530 მოსწავლისა და სკოლის 60 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ინფორმაციით, 5 მოზარდი დაშავდა, მათგან 4 კლინიკაში, სამედიცინო გამოკვლევისთვის გადაიყვანეს.
გაზის სუნი სკოლაში დღეს დილით, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:30 საათზე იგრზნეს და სპეციალური სამსახურები გამოიძახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები. მაშველებმა შენობაში გაზის კონცენტრაციის დონეც გაზომეს. მედიის ცნობით, შედეგები უარყოფითი იყო.
