საუდის არაბეთში, ინდოელი მომლოცველების ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა და დაიწვა.
მექადან მომავალ ავტობუსში დაახლოებით 46 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 20 ქალი და 11 ბავშვი.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა.
მედიის ცნობით, ჯიდასა და ერ-რიადში მყოფი ინდოელი დიპლომატები დაღუპულთა ოჯახებს ეხმარებიან. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმრის წერილიც გამოაქვეყნა.
ჰაიდარაბადის მკვიდრმა საიდ რაშიდმა, ავარიის შედეგად ოჯახის 18 წევრი დაკარგა.
მედიის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, მამაკაცმა ოჯახის წევრებს სთხოვა ერთად არ ემგზავრათ, მაგრამ მათ მის თხოვნას ყურადღება არ მიაქციეს.
ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტექნიკური გაუმართაობით და მგზავრთა გადაყვანის რეგულაციების დარღვევით არის გამოწვეული.
