Ford-მა, კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის Focus-ის, წარმოება შეწყვიტა.

Ford of Europe-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ფოლკერ აისმა დაადასტურა, რომ ბოლო Ford Focus-ი კონვეიერიდან 14 ნოემბერს ჩამოვიდა. ამ მოდელის ბოლო ავტომობილი თეთრი ფერის, 5 კარიანი ჰეჩბეკი იყო.

მედიის ცნობით, 27 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მოდელის 12 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. Focus-ის ეპოქის დასასრული 2022 წელს გამოცხადდა.

Focus-ის და უფრო ადრე Fiesta-ს გასვლამ, მნიშვნელოვნად დააზიანა ბრენდის პოზიცია ევროპაში. ბოლო წლებში, Ford-მა დაკარგა თავისი ბაზრის წილის თითქმის ნახევარი, 2015 წლის მეორე ადგილიდან, კომპანიის რეიტინგი 2024 წელს მე-12 ადგილამდე დაეცა.