ავსტრიის ქალაქ ტიროლში, სამი წლის ბიჭის მშობლებს ბრალი მისი მკვლელობაში წაუყენეს. სავარაუდოდ, ისინი ბავშვს შიმშილით აწამებდნენ და ძალადობდნენ მას შემდეგ, რაც მკითხავმა დაარწმუნა, რომ ის დემონი იყო.
სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ რამდენიმეთვიანი არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შემდეგ, გარდაცვალების დროს, ბავსვი მხოლოდ შვიდ კილოგრამს იწონიდა.
მედიის ცნობით, ბავშვის მშობლები, 25 წლის კევინი და 26 წლის ნატალი მ. დააკავეს და ბრალი წაუყენეს "ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ყველაზე საშინელი ფორმით“. ფსიქოლოგიურმა შეფასებამ აჩვენა, რომ დედასაც და მამასაც ჰქონდათ პიროვნული აშლილობა "სადისტური თვისებებით“.
როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ, მკითხავმა დაარწმუნა ნატალი, რომ მისი ვაჟი შეპყრობილი იყო დემონით, რომელიც ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე იყო პასუხისმგებელი. მას უთხრეს, რომ დემონი უნდა დაესუსტებინათ და გაენადგურებინათ.
ბიჭის შიმშილით მკვლელობის გარდა, მშობლებს ბრალი ედებათ მისი შეკვრაში, თვალების ახვევაში, ხის კოვზით ცემასა და პერიოდულ იზოლაციაში მოთავსებაში.
