მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ესტონეთმა რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე ეკონომიკური სანქცია დააწესეს, რუსული პროდუქცია ესტონეთის მინიმუმ ერთ მსხვილ საცალო ქსელში მაინც იყიდება.
A1000 Market-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტარმო ლაურინგის თქმით, კომპანია რუსული პროდუქციის გაყიდვას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს ლეგალური იქნება. ლაურინგმა განაცხადა, რომ ეს უფრო ფართო ეროვნული საკითხია და ეთიკურ კონფლიქტს ვერ ხედავს.
"რამდენად რთულია რუსული პროდუქციის სრული სამართლებრივი აკრძალვის შექმნა? მთავრობა ყველაფრით არის დაკავებული ამის გარდა", - თქვა მან.
ლაურინი ვარაუდობს, რომ კანონი შეიძლება მოიცავდეს ორთვიან გარდამავალ პერიოდს არსებული მარაგების გასაყიდად, რის შემდეგაც შეიძლება გაყიდვების სრული აკრძალვა ამოქმედდეს. მისივე განმარტებით, ის არ თვლის, რომ A1000 Market-ში რუსული მაიონეზის გაყიდვით მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
"სანამ იმპორტიორები გააგრძელებენ რუსული პროდუქციის შემოტანას და არ არსებობს ამის ამკრძალავი კანონი, A1000 Market გააგრძელებს რუსეთში წარმოებული საკვები პროდუქტების გაყიდვას", - განაცხადა ტარმო ლაურინგმა.