მაღალი ტემპერატურა ევროპაში - სიცხის ტალღა, რომელმაც ათობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, სკანდინავიიდან ალპებამდე გავრცელდა და რეკორდები მოხსნა. ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს (104 გრადუს ფარენჰეიტს) გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შაბათს, აბსოლუტური ტემპერატურის რეკორდები დამყარდა გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში, ხოლო შვეიცარიამ ივნისის ახალი რეკორდი დაამყარა. მსგავსი რეკორდები, ამ კვირის დასაწყისში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა.
მეცნიერების თქმით, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე, ასეთი ძლიერი სიცხის ტალღის გამოწვევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. კლიმატის ცვლილებამ ასეთი ცხელი ღამეების დადგომის ალბათობა ამ კვირაში დაახლოებით 100-ჯერ გაზარდა იმასთან შედარებით, ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო.
„ეს სიცხეები - არასასიამოვნო ზაფხულის ამინდია. ეს ჯანმრთელობის კრიზისია“, - განაცხადა გერმანიის პარლამენტის წევრმა და „მწვანეთა პარტიის“ ყოფილმა საპარლამენტო ლიდერმა, კეტრინ გერინგ-ეკარდტმა.
