ფრინველებთან შეჯახების გამო, Iberia-ს თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას news york post-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით,  Iberia-ს რეისი IB-579-ი მადრიდის აეროპორტიდან საფრანგეთში, პარიზის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც აფრენიდან მალევე, დიდ ფრინველს შეეჯახა და ცხვირის ნაწილი დაუზიანდა. ამის გამო, ეკიპაჟი იძულებული გახდა, ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ – ბარახასის აეროპორტში ავარიული დაშვება განეხორციელებინა.

"ვფიქრობდით, რომ ეს ტურბულენტობა იყო, რომელზეც კაპიტანი საუბრობდა, მაგრამ შემდეგ რაღაც ხმაური გავიგეთ“, - განაცხადა თვითმფრინავის მგზავრმა, ჯანკარლო სანდოვალმა, რომელმაც თვითმფრინავის სალონში არსებული ვითარება გადაიღო და სოციალურ მედიაში გაავრცელა.

news york post-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც პარიზში მიფრინავდა,  ჰაერში მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა.