იაპონიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავებას, რომელიც ფუკუშიმას ატომური კატასტროფის შემდეგ, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უმოქმედო იყო.

როგორც CNN-ი წერს, ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის მიერ ენერგიის წყაროდ წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევის მცდელობაში, გარდამტეხი მომენტია.

ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეშფოთების მიუხედავად, ნიიგატას პრეფექტურის ასამბლეამ, სადაც კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ტოკიოს ელექტროენერგეტიკულ კომპანიას (TEPCO) ატომური ელექტროსადგურის შვიდი რეაქტორიდან ერთ-ერთის ხელახლა ამუშავების უფლებამოსილებას აძლევს.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, კომპანია მე-6 რეაქტორის ხელახლა ამუშავებას დაახლოებით 20 იანვრისთვის გეგმავს.