"კრიტიკა ბრიუსელის მხრიდან არ უნდა ეწყინოთ, იმიტომ, რომ თავისივე გამოძიებით დადასტურდა ეს ყველაფერი და რაც ვნახე, სწორედ ის წერია ევროკომისიის შეფასების ანგარიშში," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

"უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ბერკეტი გადაწყვეტილებების მიღების, მათ მიმართ არანაირი კორუფციის ბრალდება არ ყოფილა. იყო ლაპარაკი კერძო პირების კორუფციულ ინტერესებზე, რომელიც ნახა მსოფლიომ, მაგრამ მანდ პირდაპირი კავშირი არ იყო დადგენილი. უკრაინასა და მოლდოვაში არსებობს ანტიკორუფციული სააგენტო, ქმედითი, ეფექტიანი. ამაზე საუბრობს ევროკომისია, რომ საქართველოში საგამოძიებო სისტემა არ არსებობს," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.