თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

უწყების ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.