"ვფიქრობ, პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება," - საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

განცხადებას გამოეხმაურა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა.

"არათუ არ შერბილდა რუსეთის მიმართ პოლიტიკა, არამედ პირიქით - უფრო მსუსხავი და დამანგრეველი გახდა. პუტინის რეჟიმთან არანაირ თანამშრომლობას აზრი არ აქვს - ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, პრეზიდენტმა მაკრონმაც, დასავლელმა ლიდერებმაც. დემოკრატიული ტრანსფორმაცია თუ მოხდა რუსეთში, რა თქმა უნდა, მოხდება პუტინის რეჟიმის დამარცხების შემდეგ და ამაზეა აქცენტი გაკეთებული სწორედ ამ განცხადებაში," - აცხადებს ლაშა ფარულავა.