მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია ცხადდება. პრემიერის ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და რამდენიმე წუთის წინ პროექტს მხარი დაუჭირა.
1 იანვრიდან მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც სამართალდარღვევა 16 დეკემბრამდე ჩაიდინა, თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება ან მძიმედ დაშავება მოჰყვა.
შეღავათი არ არის გათვალისწინებული არც მძიმე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
