ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა კიდევ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა. ესენია: ბურკინა-ფასო, მალი, ნიგერი, სუდანი და სირია. შეზღუდვა ვრცელდება პალესტინური ავტონომიის მიერ გაცემული საბუთების მფლობელებზეც.

თეთრმა სახლმა ამგვარი შეზღუდვა სულ 17 ქვეყანას დაუწესა.

მიზეზად სახელმწიფოებში გავრცელებული კორუფცია და მცხოვრებლებისთვის ყალბი დოკუმენტაციის ფლობის შესაძლებლობა სახელდება.